ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქიმიური იარაღის შექმნის საფრთხეზე საუბრობს
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ საბრძოლო ოპერაციების დროს ქლორინს იყენებენ. ისინი ასევე სათანამშრომლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს იწვევენ, რათა საკუთარი ქიმიური იარაღი შექმნან. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა განაცხადა.
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქლორინის გამოყენება და მაღალი რანგის სპეციალისტების სათანამშრომლოდ მიწვევა, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებიდან, ქიმიური იარაღის შექმნის საკითხში მათ ძალზე სერიოზულ განზრახვებზე მიუთითებს“, – განაცხადა ბიშოპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა დღევანდელი მსოფლიოსთვის. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს კომენტარი ერაყის ხელისუფლების განცხადებებს მოყვა იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი შეტაკებების დროს აირისებური ქლორინი გამოიყენეს.