მალაიზიაში მომხდარ მიწისძვრას 11 ალპინისტი ემსხვერპლა

მალაიზიაში მიწისძვრის შედეგად 11 ალპინისტი დაიღუპა, 8 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ალპინისტები მალაიზიის უდიდესი მწვერვალის – კინაბალუს დაპყრობას აპირებდნენ. წინა დღეს ტურისტებისთვის ამ პოპულარულ მარშრუტზე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც მეწყერი გამოიწვია. მაშველებმა 130 ადამიანი, რომლებიც სტიქიური უბედურების დროს ამ რაიონში იმყოფებოდნენ, გადაარჩინეს. მალაიზიაში ასეთი სიმძლავრის მიწისძვრები საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები