ერაყის ციხეში ტარიკ აზიზი გარდაიცვალა

ერაყის ციხეში 79 წლის ასაკში ტარიკ აზიზი გარდაიცვალა, რომელიც სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ იუწყება. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, აზიზი ინფარქტის შემდეგ, მეორე დღეს გარდაიცვალა.
ტარიკ აზიზი 1983-დან 1991 წლამდე ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 1979-დან 2003 წლამდე კი – ვიცე-პრემიერისას. აზიზი ყველაზე მაღალი რანგის ქრისტიანი პოლიტიკოსი იყო სადამ ჰუსეინის ხელისუფლებაში. ერაყში ამერიკელების შეჭრის შემდეგ 2003 წელს ის ამერიკის ჯარს ჩაბარდა და ციხეში აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები