6 ივნისი
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენცია “მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში” გაიმართება.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე და „გამა-2008“-ის წარმომადგენელი ბრიფინგს გამართავენ. თემა: შემოსავლების სამსახური მიზანიმართულად ახორციელებს ზეწოლას ბიზნესზე.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“ვარდების ბაღში” მდებარე გორკის კლუბში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსახლეობას შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს ჩააბარებენ. მისამართი: აღმაშენებლის N73
14:00
ბიზნეს ცენტრში “ქარვასლა”, “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, ორგანიზაცია “ქალები საქართველოსთვის” შემოქმედ ქალთა ფესტივალს გამართავს.
E1
14:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს შეხვდება და სამინისტროს მიერ დაგეგმილ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს თავად გააცნობს.
16:00
თბილისის საკრებულოდან აბანოთუბნამდე აქცია-მსვლელობა გაიმართება. ჩვენს ქალაქს ვუთხრათ: დაგიცავ! აღგადგენ! არ დაგაზიანებ! ვუთხრათ ხელისუფლებას: არ დაგანგრევინებ! არ დაგითმობ! არ გაგანადგურებინებ!
18:00
ევროპის პარკში (ყოფილი რიყის პარკი), ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, ამერიკის დღეების დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას, ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან.
20:00
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის „ამირანის“ დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დაესწრებიან.