ტეხასში მამაკაცს თავის ქალა და თმები გადაუნერგეს

აშშ-ს ტეხასის შტატში პაციენტს სხვა ადამიანის თავის ქალის დიდი ნაწილი და თმები გადაუნერგეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 55 წლის ჯიმ ბოიზენი თავზე დიდი ჭრილობით მას შემდეგ დარჩა, რაც მას სიმსივნე ამოაჭრეს.
როგორც ბოიზენმა ოპერაციის შემდეგ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ განუცხადა, ექიმებმა თავის ქალა ისე კარგად შეურჩიეს, რომ ახლა თავზე იმდენი თმა აქვს, რამდენიც არასოდეს ჰქონია. ეს ოპერაცია პირველი იყო, რომლის დროსაც პაციენტს დონორის თავის ქალის დიდი ნაწილი თმებთან ერთად გადაუნერგეს. აქამდე ასეთ პაციენტებს ხელოვნურ იმპლანტებს უსვამდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები