ინდოეთის პრემიერ-მინისტრი Google-ის ათ ყველაზე საშიშ დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის სახელი შეცდომით Google-ის სამძებრო სისტემაში ინდოეთის 10 ყველაზე საშიში დამნაშავის სიის სათავეში აღმოჩნდა. ამ ფაქტმა ინდოეთში სახელმწიფო დონეზე სკანდალი გამოიწვია.

შესაბამისი განაცხადის გაკეთების შემდეგ Google-ში ინდოეთის პრემიერ – მინისტრ ნერენდრ მოდის სურათი პირველი ჩნდებოდა. ეს თემა ტვიტერსა და სხვა სოციალურ ქსელებში ყველაზე განხილვადი გახდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნერენდრ მოდის ფოტო რეიტინგში მისი მრავალი განცხადის გამო გაჩნდა, რომლებიც დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. თანაც პრემიერი მოდი ინდოეთში ინტერნეტში პოპულარობის მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. Google-ის ხელმძღვანელობამ ამ შეცდომის გამო ოფიციალური ბოდიში უკვე მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები