მალაიზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მალაიზიაში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ რანადან 16 კილომეტრში, 54 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მალაიზიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. არიან დაშავებულები. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ამ სიმძლავრის მიწისძვრა მალაიზიისთვის საკმაოდ იშვიათია მეზობელი ინდონეზიის და ფილიპინებისგან განსხვავებით, რომლებიც წყნარი ოკეანის ე.წ. ცეცხლის რკალის ნაწილია, რაც ტექტონიკური რღვევის დიდ ზონას წარმოადგენს.