სოჭში იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის ორ პირს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სოჭში ორი პირი აფხაზეთიდან რუსეთში იარაღის უკანონო ვაჭრობაში დამნაშავეებად ცნეს და მათ ხუთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. „რია-ნოვოსტის“ ცნობით, ამ პირებს აფხაზეთიდან რუსეთში შაშხანები უკანონოდ გაჰქონდათ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, საუბარია „М-4“-ის ტიპის ამერიკულ შაშხანებზე, რომლებიც თურქეთშია წარმოებული. შაშხანების გარდა, დამნაშავეებმა 460 ვაზნაც გაყიდეს და ამის შემდეგ ისინი პოლიციამ დააკავა. ეს პირები სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.