თვითმხილველები მამაკაცისთვის დახმარების ნაცვლად წყალში მის დახრჩობას ვიდეოზე იღებდნენ

ყაზახეთის ქალაქ აქტობეში თვითმხილველები მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენის ნაცვლად მას მობილური ტელეფონებით იქამდე იღებდნენ, ვიდრე მამაკაცი არ დაიხრჩო. ინფორმაციას გამოცემა informburo.kz აქვეყნებს.

მაშველები ვარაუდობენ, რომ პლაჟზე მყოფ პირებს ეს ხუმრობა ეგონათ. დახმარება კი მაშინ გამოიძახეს, როდესაც მამაკაცი უკვე დაიხრჩო.

36 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის აქტიუბინსკის წყალსაცავში იმ ადგილას შევიდა, სადაც ბანაობა აკრძალულია. ორი დღით ადრე აქტიუბინსკის ოლქში 50 წლის მწყემსი დაიხრჩო, რომელსაც მდინარეზე ნახირი გადაჰყავდა. სწორედ ამ დროს იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მთლიანად კი ამ რაიონში წლის დასაწყისიდან 5 ადამიანი დაიხრჩო, აქედან 2 ბავშვი – იტყობინება informburo.kz.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები