ვაშინგტონმა ევროპასა და აზიაში შეიძლება რუსეთზე დამიზნებული რაკეტები განათავსოს
ვაშინგტონმა შეიძლება ევროპასა და აზიაში სახმელეთო ბაზირების რაკეტები განათავსოს, რომლებიც რუსეთზე იქნება დამიზნებული. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის მარტინ დემპსის ანგარიშში, რომელსაც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ აქვეყნებს.
აშშ-ს ეს გადაწყვეტილება იქნება, საპასუხო ზომები რუსეთის მიერ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე. სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში განთავსებული რაკეტები შეერთებულ შტატებს წიმსწრები დარტყმის შესაძლებლობას მისცემს, რაც რუსული შეიარაღების განადგურების საშუალებას მისცემს. ამასთანავე, უცნობია, იქნება თუ არა ეს გეგმები რეალიზებული, ვინაიდან ამ ეტაპზე აშშ-ს ურჩევნია რუსეთი ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს“, – წერს „ასოშიეიტედ პრესი“.
რუსეთის ხელისუფლება საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ხელშეკრულების დარღვევაში აშშ-ს ბრალდებებს უარყოფს.