რუსი ჟურნალისტის მამა მისი მოწამვლის შესაძლებლობაზე საუბრობს

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ კარა-მურზას მამა – ვლადიმერ კარა-მურზა-უფროსი „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი შეიძლება მოწამლული იყო. მამა-ჟურნალისტის თქმით, მისი შვილის დნმ-ის ნიმუშები ოთხი ქვეყნის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი, მაგრამ იქ ვერაფერი აღმოაჩინეს.

„ჩვენ ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე ვერ ვიტყვით, რომ ის მოწამლეს. შესაძლოა, ისეთი ახალი შხამი გამოიგონეს, რომ მისი აღმოჩენა გართულებულია“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ უფროსმა კარა-მურზამ.

კარა-მურზა უმცროსი პირველ საქალაქო საავადმყოფოში 26 მაისს გადაიყვანეს. ექიმებმა მას თირკმელების მწვავე უკმარისობა დაუფიქსირეს. რუსი ჟურნალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კარა-მურზა მის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის გამო მოწამლეს, რომელიც ჩეჩნეთზე და მის ლიდერზე რამზან კადიროვზე გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები