გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის ინიციატორი ლიტვაა და ის 3 ივნისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის გამწვავებას უკავშირდება. დამკვირვებელთა აზრით, თებერვალში მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ეს ყველაზე ძლიერი საბრძოლო შეტაკება იყო. თავის მხრივ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა იური სერგეევმა „ტვიტერში“ დაწერა: „უკრაინა გამოდის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების ინიციატივით, რომელზეც მარინკაში 3 ივნისს მომხდარი მოვლენები იქნება განხილული და პრორუსი „ბოევიკების“ მიერ მინსკის შეთანხმებების ცინიკური დარღვევის საკითხი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები