უვარგისი ძეხვის და სოსისის წარმოებისთვის “გორანელის” დირექტორი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე, შპს ,,გორანელის” დირექტორი ნიკოლოზ წიკლაური და ტექნოლოგი ანდრეი გურალნიკი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, შპს ,,გორანელის” კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით ამზადებდნენ და შემდგომ რეალიზაციას უწევდნენ ფალსიფიცირებულ ხორცპროდუქტებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.
მათივე ინფორმაციით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ დაამზადეს და გაყიდეს საკვებად უვარგისი დიდი ოდენობით ძეხვი და სოსისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და გარკვეული მინარევების შერევის შედეგად შეცვლილი აქვს თვისობრიობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან 3 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები