ლონდონი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქებს შორის პირველ ადგილზეა

საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა MasterCard-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ტურისტი ლონდონში იმოგზაურებს. იქ წელს 18,8 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავა. პირველ ათეულში, ძირითადად, აზიური ქალაქები შედიან: ბანგკოკი – 18,2 მლნ, დუბაი – 14,3 მლნ, სტამბოლი – 12,6 მლნ, სინგაპური – 11,9 მლნ, კუალა-ლუმპური – 11,1 მლნ. პარიზი და ნიუ-იორკი 16 და 12,3 მილიონი ტურისტით. მესამე და მეექვსე ადილებს იკავებენ.

MasterCard ამ კვლევას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებს. 2015 წელს ამ ქალაქებში 383 უცხოელი ვიზიტორი ჩავა და ტურისტები 360 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები