პეტრო პოროშენკოს სურს, რომ უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი ეკა ზღულაძე გახდეს

უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის რეფორმირებული პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე ისეთი სპეციალისტის დანიშვნა სურს, როგორიცაა შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე. ამის შესახებ პოროშენკომ დღეს, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დაწყებულია კანონების მიღება, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას ხელს შეუწყობს. ამ რეფორმის მიხედვით, ძალოვანი ფუნქცია პოლიტიკურისგან გამყოფილი იქნება, შეიქმნება მუნიციპალური დაცვა და ახალი პოლიცია. და მის მომავალ ხელმძღვანელად მე ვხედავ ისეთ ადამიანს, როგორიცაა ეკა ზღულაძე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და შემდეგ მინისტრი იყო, პეტრო პოროშენკოს მიერ 2014 წელს გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები