ჩინეთში იანძიზე ჩაძირული გემის ამოყვანის ოპერაცია დაიწყო
ჩინეთში მდინარე იანძიზე ჩაძირული სამგზავრო გემის „აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ამოყვანის ოპერაცია დაიწყო. ეს გადაწყვეტილება სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელობამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის დასაჩქარებლად მიიღო.
„აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ამოყვანის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ლაინერზე ცოცხალი ადამიანების პივნის ალბათობა ძალზე დაბალია“, – განაცხადა ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუი ჩენგუანმა.
მისი თქმით, მყვინთავებმა გემზე რკინის ტროსები უკვე დაამაგრეს. ტურისტულმა სამგზავრო ხომალდმა „აღმოსავლეთის ვარსკვლავმა“ მდინარე იანძიზე კატასტროფა 1-ელ ივნისს განიცადა. ამ დროისთვის 456 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან მხოლოდ 14-ის გადარჩენა მოხერხდა.