რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსეთის ქალაქ ასტრახანთან ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ორივე პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.
როგორც სააგენტო „იტარ – ტასი“ იუწყება, ორივე პილოტმა ტრავმები მიიღო, ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია. გამოძიების ჩატარებამდე ყველა „მიგ-29“-ის ფრენა დროებით შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები