რომის პაპი ვატიკანში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
ვატიკანში 10 ივნისს რომის პაპ ფრანცისკეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეატყობინეს.
გარდა ამისა, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის და რუსეთის ლიდერის შეხვედრის მომზადების შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ შემიძლია გითხრათ, რომ მათი შეხვედრის მომზადება იგეგმება, – განაცხადა პესკოვმა, – ვლადიმერ პუტინი იტალიაში ჩასვლას და „ექსპოს“ გამოფენაზე დასწრებას აპირებს. ასევე სხვა შეხვედრებიც გაიმართება“, – განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტი რომის პაპს ბოლოს 2013 წელს შეხვდა.