სოფელ ცხრაწყაროში 10 წლის მოზარდი თანასოფლელმა გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში 10 წლის ბავშვი გააუპატიურეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი პირი ამავე სოფლის მკვიდრია და მისი ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, არასრულწლოვნის დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება, მამას კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გოგონას ბებია ზრდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძება 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები