განაში ავტოგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
განის დედაქალაქ ანკრაში ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ჯერჯერობით ყველა დაღუპულის პოვნა ვერ შეძლეს. ყველა ეს ადამიანი სადგურზე წვიმას და წყალდიდობას აფარებდა თავს. აფეთქების შედეგად ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.