პოროშენკო მთავრობის და პარლამენტის მუშაობით უკმაყოფილოა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ის საკუთარი თავის მუშაობას უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ პოროშენკომ პარლამენტის წინაშე მოხსენების დროს განაცხადა.
„ხშირად მეკითხებიან, კმაყოფილი ვარ თუ არა მთავრობის მუშაობით, რა თქმა უნდა, არა. უმაღლესი რადის მუშაობით? არა. მეტსაც გეტყვით, საკუთარი თავის მუშაობითაც უკმაყოფილო ვარ“, – აცხადებს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის თქმით, ეს შეფასება მან ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების მიხედვით გააკეთა.
„ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ ადამიანების ასეთ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. მათ ხომ ჩვენ ქვეყანა გვანდეს“, – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები