ტეხასში დამნაშავე სიკვდილით დასაჯეს
აშშ-ს ტეხასის შტატში 1983 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო დამნაშავე სიკვდილით დასაჯეს. ლესტერ ბაუერს სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს. ამის შესახებ The Dallas Morning News-ი იუწყება. გამოძიების ინფორმაციით, ბაუერმა 30 წლის წინ თვითმფრინავის ანგარში ოთხი მამაკაცი მაშინ მოკლა, როდესაც თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა. როგორც ტეხასის მთავარმა პროკურორმა სტივენ ხოფმანმა განაცხადა, 30 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება – საკმარისი დროა იმისათვის, რომ ლესტერ ბაუერის დანაშაულის შესახებ საკმარისი მტკიცებულება შეგროვებულიყო.