ვირუსის ეპიდემიის გამო სამხრეთ კორეაში ჩასვლაზე 7 ათასზე მეტმა ტურისტმა უარი განაცხადა
7 ათასზე მეტმა ტურისტმა, ძირითადად, ჩინელებმა და ტაივანელებმა ჩინეთში დაგეგმილი მოგზაურობა გადადეს. მიზეზი MERS-ის ვირუსის ეპიდემიაა, რომელსაც ორი ადამიანი უკვე ემსხვერპლა.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაავადებულია 35 ადამიანი, ხოლო კარანტინში 1369 პირი იმყოფება. გარდა ამისა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 700 სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ვირუსი MERS პირველად 2012 წელს დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ სტადიაზე დაავადებას არა აქვს სერიოზული სიმპტომები, ხოლო მოგვიანებით პაციენტს შეიძლება ციებ-ცხელება, ხველება და ფილტვების ანთებაც კი დაემართოს. ეს დაავადება განსაკუთრებით სარისკოა მათთვის, ვისაც ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი და თირკმელების პრობლემები აქვს.