თემქაზე ქალი შურისძიების მიზნით მოკლეს – შსს-მ ბრალდებული დააკავა

 შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ივანე გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1951 წელს დაბადებულ ზოზანა ა-ს, თემქის დასახლებაში, მისივე საცხოვრებელ ბინაში, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ივანე გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები