4 ივნისი

09:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება
10:30

ლავან მამალაძის ადვოკატი ლექსო კობაიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე განხორციელდება ლევან მამალაძის სკაიპით ჩართვა, რომელიც ისაუბრებს მის ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან საქმის ხელახალ ძიებაზე, მოწმეები დაკითხვასა და ბრალდებების გაყალბებაზე, ასევე, რა შემთავევაში და როდის დაბრუნდება საქართველოში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.
11:30
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართავს პრესკონფერენციას, თემა: რომელი ლიდერები დატოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოთხეულის შემდეგ – „პოზიცია“ კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს.

11:00
“პირველ პრესკლუბში” “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსის ვარდნა, ფასების ზრდის საშიშროების ზრდა, სტრუტურული ცვლილებების ინიცირება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:00
სასტუმრო თბილისი მარიოტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ (ETC) ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით: „ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება – რეფორმა ადამიანის ჯანმრთელობისა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის“ გაიმართება
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოიჩე ველეს აკადემიის ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”. გაიხსნება.
E1
11:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში მოინახულებს ადგილს, სადაც პედიატრიული დეპარტამენტის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტიც უკვე დასრულებულია. მისამართი: გიორგი მარუაშვილის ქუჩა 50
11:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312
11:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არასრუწლოვან გიორგი კახურაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქმის განხილვა განახლდება. მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, 25-ე დარბაზი.
11:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ესტონეთის პრეზიდენტს, ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდება. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
11:30
“პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” თავმჯდომარე ლაშა გაიორგაძე „საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2012-2015 წლების საქმიანობის კვლევიდან გამომდინარე, ნდობის ჯგუფში გივი თარგამაძის უფლებამოსილების შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

12:00
NEW
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.
12:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და ს.ს. „ინტელექტბანკის“ ყოფილი აქციონერები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ბანკის მიმართ ცილისწამებლური განცხადებების გამო, სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი: 599 01 03 44

14:00
ზუგდიდში, გამგეობის შენობაში „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ პროგრამის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: სოფიო მდინარაძე 577 58 50 58
15:00
„ბრავო რექორდსი“ მედიის წარმომადგენლებისთვის ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ CD ალბომის პრეზენტაციასა და signing party-ს გამართავს. ღონისძიების მსვლელობისას, „ბრავო რექორდსი“ და სადაზღვევო კომპანია „არდი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს
15:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ყაზახეთში ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვუილი, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე და ოპერის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები