სააპელაციო სასამართლო ახალაიასთვის გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე იმსჯელებს
საქართველოს სააპელაციო სასამართლო დღეს შვიდი სპეცრაზმელის ეპიზოდთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე იმსჯელებს. არ არის გამორიცხული, ინსტანციამ დღესვე მიიღოს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება. იალღუჯის ბაზაზე შვიდი სპეცრაზმელის წამების ეპიზოდში ახალაია და კიდევ რვა პირი საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა. ახალაიას დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.