რა სანქციები დაეკისრება ქუთაისის „ტორპედოს“
ქუთაისის სასამართლოში სტადიონზე გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება. ცოტა ხანში გაირკვევა აღმკვეთ ღონისძიებას რა ფორმით შეუფარდებენ „ტორპედოს“ 16 ფანს.
რაც შეეხება იმას, თუ რა სახის სანქცია დაეკისრება სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების გამო ქუთაისის “ტორპედოს”, ეს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე გაირკვევა.სხდომის ჩატარების თარიღი დღეს გახდება ცნობილი.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, ქუთაისში “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.ლევან ყიფიანი ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ფაქტის სათანადო შეფასება, რათა სამომავლოდ მსგავსი ინციდენტები თავიდან იყოს აცილებული.
სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებას დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც შეაფასებს. ზვიად სიჭინავა პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
გუშინ, 21-ე შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ჩაიშალა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ტორპედოს“ გულშემატკივარმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიოზე შევარდნენ და „დინამოს“ ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.