მოსკოვის გამზირზე ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

მოსკოვის გამზირზე ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – აცხადებენ შსს-ში.
„კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 20.30 წუთზე, ქინძმარაულის ქუჩაძე N 25-ში მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაყვანილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები