ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ბალხში სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. „დაღუპულთა შორის ჰუმანიტარული მისიების 7 თანამშრომელია, მათ შორის – ერთი ქალი“, – აცხადებენ პოლიციაში.
ამავე წყაროს ცნობით, დაღუპულია დაცვის ორი თანამშრომელი. დაღუპულთა უმრავლესობა მშენებელი იყო, რომლებიც ჩეხურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციამ People in Need-მა დაიქირავა. ჯერჯერობით თავდასხმაზე არცერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები