ქსენია სობჩაკის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შემოწმება დაიწყო ოპოზიციონერი რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც მან ინტერნეტში განათავსა.
ამ ფოტოზე საეკლესიო ტანისამოსში გამოწყობილ სობჩაკს წვერ-ულვაში აქვს. საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ, შეიცავს თუ არა ეს ფაქტი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას.
სობჩაკზე საჩივარი სამართალდამცველ ორგანოებში ქალაქ კოროვის მკვიდრმა იაროსლავ მიხაილოვმა შეიტანა. მოგვიანებით მიხაილოვმა სოციალური ქსელში დაწერა, რომ ქსენია სობჩაკის წინააღმდეგ შემოწმება უკვე დაწყებულია.
თავად სობჩაკი ამ ფაქტთან დაკავშირებით გაოცებას გამოთქვამს; „ნამდვილად არ მესმის, რატომ აყენებს ვინმეს შეურაცხყოფას ჩემი მოკრძალებული ფოტო, ხოლო ოქროთი და ძვირფასეულობით შემოსილი ღიპიანი მამაკაცების ფოტოსურათები ადამიანებზე კეთილშობილურად მოქმედებს“, – დაწერა სობჩაკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები