კომპანია „მაიკროსოფტმა“ ოპერატიული სისტემა Windows 10-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა
კომპიუტერის ოპერატიული სისტემა Windows 10 მიმდინარე წლის 29 ივლისს მომხრებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამ ინფორმაციას კორპორაცია „მაიკროსოფტი“ ავრცელებს. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა მითითებული, Windows 10-ის მეშვეობით მისი მე-7 და მე-8 ვერსიების უფასო განახლება იქნება შესაძლებელი.
კომპანიის ხელმძღანელობა ვარაუდობს, რომ 2018 წლისთვის Windows 10-ის ოპერატიული სისტემა 1 მილიარდ კომპიუტერზე იქნება დაყენებული.
„Windows 10 ახალი თაობის ოპერატიული სისტემაა, რომელიც მომხმარებელს კომპიუტერთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუადვილებს. გარდა ამისა, ეს პროგრამა სხვა ოპერატიულ სისტემებთან, როგორიცაა Android და iOS უფრო მეტ თავსებადობას ითვალისწინებს“, – განაცხადა კორპორაცია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერი მეიერსონმა.