ჩეხეთი და სლოვაკეთი რუსეთს 1968 წლის მოვლენებზე გადაღებული ფილმის გამო პროტესტს უცხადებენ

ჩეხეთის და სლოვაკეთის ხელისუფლება აღშფოთებულია ტელეარხ „როსიას“ ეთერში ნაჩვენები ფილმით: „ვარშავის ხელშეკრულება – ახალი დეტალები“, რომელიც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრას ასახავს.
პრაღამ და ბრატისლავამ მოსკოვი ისტორიის გადაწერის მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
1968 წლის აგვისტოში პრაღაში ვარშავის ხელშეკრულების ჯარები, მათ შორის მძიმე ტექნიკა შევიდა. ლიბერალური რეფორმების მხარდამჭერთა გამოსვლების ჩახშობის დროს ჩეხოსლოვაკიის 100- ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. 23 მაისს ნაჩვენები ფილმის ავტორები ამბობენ, რომ ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანის მიზანი „დასავლეთის მიერ მხარდაჭრილი სამხედრო გადატრიალების არდაშვება იყო“. ჩეხეთში რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჩეხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფილმს მოსახლეობა „შეცდომაში შეჰყავს“. სლოვაკეთის ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა ჯარების შეჭრა ნაჩვენებია, როგორც მეგობრული ნაბიჯი. სლოვაკეთი რუსეთს ჩეხოსლოვაკიისთვის ამ დიდი ტრაგედიის საკითხში სიმართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები