აშშ და უკრაინა შავ ზღვაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

ერთობლივი უკრაინულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები დაიწყო დღეს შავი ზღვის აკვატორიაში. მასში უკრაინული ფრეგატი „გეტმან საგაიდაჩნი“ და შავ ზღვაში შესული ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი „როსი“ მონაწილეობენ.
წვრთნები ორ დღეს გაგრძელდება. წვრთნების დროს უკრაინული და ამერიკული ხომალდები მანევრირების, მგზავრების ტრანსპორტირების და პირობით მოწინააღმდეგეზე რეაგირების სწავლებას გამართავენ. გარდა ამისა, ორშაბათს ბალტიის სამ ქვეყანაში და პოლონეთში ნატოს სამხედრო წვრთნები Saber Strike 2015 დაიწყო. მასში ალიანსის წევრი 13 ქვეყნის 6 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები