ჯონ კერის ფეხზე მეორე ოპერაციის გაკეთება მოუწევს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ფეხზე მეორე ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შემდეგ ფეხი მოიტეხა, ჟენევიდან ბოსტონში უკვე გაემგზავრა, სადაც ის მკურნალობის კურსს გააგრძელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ტრავმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში კერის ხელს არ შეუშლის. ე.წ. ექვსეულს და თეირანს შორის ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ივნისის ბოლოს უნდა გაფორმდეს. მეორე ოპერაცია კერის თეძოს ძვალზე უნდა გაუკეთონ, რომელშიც ტრავმის შემდეგ ბზარი გაჩნდა. 71 წლის კერის ძალზე უყვარს ველოსიპედით სეირნობდა და ის ხშირად ოფიციალური ვიზიტების დროს თვითმფრინავით თან დააქვს. რამდენიმე წლის წინ მან ანალოგიური ტრავმა უკვე მიიღო, როდესაც ასევე ველოსიპედიდან ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები