ომსკში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ომსკში „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი თავდაპირველად ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს, ხოლო შემდეგ ავტობუსის გაჩერებას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ავარია ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. ორი ქვეითად მოსიარულე, ასვე ავტომანქანის მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 14 წლის გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები