ჩინეთში, მდინარე იანძიზე სამგზავრო გემი ჩაიძირა (ვიდეო)

სამგზავრო ლაინერი „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“ ჩინეთში, მდინარე იანძიზე ჩაიძირა. ხომალდის ბორტზე კატასტროფის მომენტში 450 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, გადარჩენილია 13 ადამიანი. გემი რამდენიმე წუთში ჩაიძირა, თვითმხილველთა თქმით, ამის მიზეზი ძლიერი ქარი და შტორმი გახდა. ამ ადგილას მდინარის სიღრმე 15 მეტრს შეადგენს და მაშველების ინფორმაციით, გემის შიგნით ჯერ კიდევ შეიძლება იყვნენ ცოცხალი ადამიანები.
კატასტროფა ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა. მგზავრები, რომლებიც, ძირითადად, 20-დან 80 წლამდე ასაკის პენსიონერები იყვნენ, უკვე საკუთარ ოთახებში დასაძინებლად შევიდნენ. სწორედ ამ დროს გემი მოულოდნელად ერთ მხარეს დაიხარა და ჩაძირვა დაიწყო. კონკრეტულად რა გახდა ხომალდის ჩაძირვის მიზეზი, გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ. გადარჩენილებს შორის არიან ხომალდის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი. ისინი უკვე დააკავეს და მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები