იემენში ამბოხებულებმა საფრანგეთის მოქალაქე მძევლად აიყვანეს

საფრანგეთის მთავრობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ საფრანგეთის მოქალაქე იზაბელ პრაიმი იემენში მძევლად არის აყვანილი. ის იემენის სოციალური განვითარების ფონდის თანამშრომლად მუშაობდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მძევლის გასათავისუფლებლად იქნება მობილიზებული.
იემენში ბოლო დროს უცხოელების გატაცება გახშირდა. ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ამბოხენულ შიიტებსა და ქვეყნის პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალებს შორის. პარალელურად ე.წ. არაბული კოალიცია ქვეყანაზე ავიადარტყმებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები