2 ივნისი
10:30-ზე თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტრანსპორტის მდგომარეობა და სატრანსპორტო ნაკადი თბილისში, საცობები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.
11:30-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „სითი პარკთან“ დაკავშირებული ქუცნაშვილის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხი; „ნაციონალების“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.