მინსკში ეროვნებით ქართველი დააკავეს, რომელიც კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ ფულის მოპარვაში არის ეჭვმიტანილი

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში რუსეთის მოქალაქე, სამშენებლო ფირმის დირექტორი დააკავეს, რომელიც კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ თანხების მოპარვაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ამჟამად რუსეთში მისი ექსტრადირების საკითხი განიხილება.
„მინსკში ბელორუსიის შს სამინისტროს თანამშომლებმა 45 წლის რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი დააკავეს, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, მისმა ფირმამ 4 მილიონი რუსული რუბლი წინასწარ გადახდის სახით მიიღო და ის ფინანსურ საქმიანობაზე დაიხარჯა, რომელიც ობიექტის მშენებლობას არ უკავშირდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების მოპარვის, ან მითვისების მუხლით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კოსმოდრომი „ვოსტოჩნი“ ამურისპირა დასახლებასთან – უგლეგორსკთან შენდება. პირველი რაკეტის გაშვება 2015 წლის ბოლოსთვის იგეგემებოდა, თუმცა მშენებლები რეგულარულად აცხადებენ გრაფიკიდან ჩამორჩენის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები