ერდოღანმა ოპოზიცია ოქროს უნიტაზების მოსაძიებლად პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მზად არის, გადადგეს, თუკი ოპოზიციური „ნაციონალურ-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ქემალ კალიჩდარგოლუ მის ახალ სასახლეში ოქროს უნიტაზს აღმოაჩენს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„მე მას ვიწვევ, მოვიდეს და შეხედოს. ეჭვი მეპარება, რომ ის სააბაზანოში ან საპირფარეშოში ოქროს უნიტაზს აღმოაჩენს. თუ ის ამას შეძლებს, მე პრეზიდენტობიდან გადავდგები“, – განაცხადა ერდოღანმა.
რამდენიმე დღის წინ იზმირში გამართულ მიტინგზე კალიჩდარგოლუმ თურქეთის პრეზიდენტი ზედმეტად ფუფუნებაში ცხოვრებაში დაადანაშაულა.
„ბატონებო, მთავრობაში, თქვენ აიშენეთ სასახლეები, იყიდეთ თვითმფრინავები და „მერსედესები“, ასევე ოქროს უნიტაზები“, – განაცხადა მან.
გასული წლის აგვისტოში საპრეზიდნეტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერდოღანი ახალ საპრეზიდენტო სასახლეში გადავიდა. მისი ფასი 270 მილიონ ევროს შეადგენს.

11121119_10204054873043742_369920472_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები