რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვს ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსების უფლება აქვს

რუსეთს სრული უფლება აქვს, საკუთარი ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის ყირიმში განათავსოს ბირთვული შეიარაღება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღზე კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ულიანოვმა განაცხადა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ასეთი კომენტარი გააკეთა მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც ანტალიაში განაცხადა, რომ „ყირიმში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში მოსკოვი საერთაშორისო ვალდებულებებს უხეშად დარღვევს“.
უკრაინელი მაღალჩინოსნის აზრით, „საერთაშორისო თანამეგობრობამ ამას სათანადო პასუხი უნდა გასცეს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ ყირიმში ათი სტრატეგიული ბომბდამშენის „ტუ-22“-ის განთავსების შესახებ განაცხადა, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პროროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში მასშტაბურ კონფლიქტს ამზადებს და იქ უკვე განთავსებულია რაკეტები, რომლებსაც 500 კილომეტზე ფრენა და, შესაბამისად, ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე დარტყმის განხორციელება შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები