სტანისლავ გოვორუხინის აზრით, ოდესელები სააკაშვილზე არაერთ ანეკდოტს მოიგონებენ

რუსი რეჟოსორისა და სახელმწიფო სათათბიროს წევრის სტანისლავ გოვორუხინის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად „სიველურეა“.
„არა მგონია, რომ ოდესელებმა ის მიიღონ, ხოლო არაერთ ანეკდოტს დაწერენ. ასევე არა მგონია, რომ სააკაშვილი უკრაინის გმირთა სიაში შევიდეს. ხალხის მეხსიერებას ორნაირი სია აქვს: ვინც საამაყოა ხალხისთვის და ვინც მას ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლის. მე მგონია, ის მეორე სიაში მოხვდება“, – აცხადებს გოვორუხინი.
ოდესის გუბარნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ბრძანებულებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 მაისს მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები