მოსკოვში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ლეოპარდი დაიჭირეს

მოსკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში პოლიციელებმა და ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანაშრომლებმა ორი ლეოპარდი დაიჭირეს.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი შელეპიხინოს სანაპიროზე მოხდა და პოლიცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიძახა. „ერთი ცხოველი ფანჯრის რაფაზე იჯდა, მეორე ლეოპარდი კი მესამე სართულიდან გადმოხტა და ეზოში დარბოდა. პოლიციელები და ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და ლეოპარდი დაიჭირეს. ამის შემდეგ ლეოპარდები შესამოწმებლად ბუნების დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს გადასცეს“, – აცნობა სააგენტო „მოსკოვს“ დეპარტამენტის წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები