რუსულ ავიაგამანადგურებლებსა და ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს შორის შავ ზღვაში ინციდენტი მოხდა

რუსულმა „სუ-24“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა შავ ზღვაში შესულ აშშ-ს საესკადრო ნაღმოსან „როსის“ სიახლოვეს რამდენიმე მანევრი განახორციელეს. ამის შემდეგ, „რია ნოვოსტის“ ცნობით, სამხედრო ხომალდი შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში წავიდა.
„ხომალდის მიახლოებამ რუსეთის ტერიტორიულ წყლებთან სათვალთვალო სადგურის ოპერატორები და შავი ზღვის ხომალდები შეაშფოთა. ამი გამოს განგაშით ორი „სუ-24“-ის ავიაგამანადგურებელი აფრინდა, რომლებმაც ამერიკულ ხომალდს აჩვენეს, რომ მისი გამოჩენა ამ ადგილას მიზანშეწონილი არ არის“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
იმის შესახებ, რომ საესკადრო ნაღმოსანი „როსი“ შავი ზღვის აკვატორიაში შედის, აშშ-მ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები