უნგრეთს ევროკავშირიდან გარიცხვით ემუქრებიან

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირიდან გარიცხული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღდგება. ასეთი შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არ გამორიცხა.
„ევროკავშირის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, ჰქონდეს სიკვდილით დასჯა თუ არა. ჩვენ რა, შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ და რომელიმე თემის განხილვას შეიძლება ტაბუ ედოს?“ – განაცხადა ორბანმა Echo-თან ინტერვიუში.
უნგრეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ ჟან კლოდ იუნკერმა გახეთ Suddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, ვინც სიკვდილით დასჯის აღდგენას აპირებს, ევროკავშირში არაფერი ესაქმება. „თუ უნგრეთი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ევროკავშირთან მისი გაყრის საბაბი შეიძლება გახდეს“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები