აშშ-ის სპეცსამსახურებს სატელეფონო მოსმენებისა და ჩანაწერის გაკეთების უფლებამოსილება შეუჩერდათ

აშშ-ის სპეცსამსახურებს სატელეფონო მოსმენებისა და ჩანაწერის გაკეთების უფლებამოსილება შეუჩერდათ.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, სენატორებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, რის გამოც ე. წ. პატრიოტის აქტის მოქმედება შეიზღუდა.
კანონმდებლობა ამერიკის სპეცსამსახურებს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანების მოსმენისა და თვალთვალის უფლებას აძლევდა.
თეთრმა სახლმა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შექმნილ საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით სენატორების მოქმედებას უპასუხისმგებლო შეცდომა უწოდა.
„პატრიოტის აქტი“ აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიიღეს. სატელეფონო საუბრების მონაცემთა ბაზის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის კონტრაქტორმა ედუარდ სნოუდენმა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები