ინდოეთში ანომალიურ სიცხეს 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში ანომალიურ სიცხეს უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთით ფიქსირდება.
მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, სიცხის შედეგად, 200 ადამიანი დაიღუპა. ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს აღწევს.
ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისა და დიდი რაოდენობით წყლის მიღებისაკენ მოუწოდებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც სამუშაო გარეთ აქვთ, ღია ფერის ტანსაცმელის ჩაცმას ურჩევს.
ინდოეთში მაღალი ტემპერატურა უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. სინოპტიკოსები ტემპერატურის დაწევას უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები