ველოსიპედიდან ჩამოვარდნილი ჯონ კერის მდგომარეობა სტაბილურია

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ჟენევის ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სტაბილურია. კერიმ საფრანგეთის ქალაქ სიონზეში ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შედეგად ფეხი მოიტეხა. შვეიცარიის კლინიკაში ის ვერტმფრენით გადაიყვანეს. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ამ ინციდენტის გამო ჯონ კერის ვიზიტი ესპანეთში, სავარაუდოდ, გადაიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები