ბორჯომში მინერალური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს (ვიდეო)
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის რაიონის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში ამხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ შ. გადამოწმების მიზნით იმ დროს გააჩერეს, როდესაც მას კუთვნილი ავტომანქანით ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი: 60 ბოთლი ბორჯომი, 12 ბოთლი ნაბეღლავი, 12 ბოთლი მიტარბი და 58 ბოთლი ლიკანი ქარელის რაიონის სოფლებში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა.
მხილებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღმოჩენილი ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი ქალაქ ბორჯომში თავად ჩამოასხა.
გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).