გიორგი ოქროპირიძის სასამართლო სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების გამო დაიხურა

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოქროპირიძისთვის სასამართლოში დღეს უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომის მიმდინარეობისას არსებული ხმაურისა და დაპირისპირების გამო, რომელიც ბრალდებულისა და დაღუპულის, ლაშა მახარაძის ახლობლებს შორის მოხდა, მოსამართლემ სხდომა დახურა.
დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა დავით მოდებაძემ განაცხადა, რომ გიორგი ოქროპირიძე პროცესზე მხოლოდ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრებდა.
“ჩვენება იქნება ძალიან ვრცელი და იტყვის ყველაფერს, რაც იცის, შესაძლოა, მაღალჩინოსნების გვარების დაასახელოს”, – განაცხადა ადვოკატმა.
მომდევნო კვირაში ნაფიცი მსაჯულები ამ საქმის ვერდიქტს გამოაცხადებენ. გიორგი ოქროპირიძე 2014 წლის სექტემბერში თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები